„კახა მართლა ბედნიერი იყო, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე – მიხედოს ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და ამჟამად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღნიშნულით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ „გახარიას ან სერიოზული პრობლემები აქვს ან ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში“:
„კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა
ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა
ჩვენი ნაკრების გამარჯვებით.
კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.