ავიაკომპანია Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან EURO 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება.
„ძვირფასო მგზავრებო!
✈️🇩🇪⚽ 13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე.
„ბილეთის ფასი: 295 ევროდან.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
✅ ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
♥️🇬🇪 ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.