LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TasteAtlas-მა ჩანახი, ხაშლამა და ჩაქაფული ბატკნის ხორცით მომზადებული საუკეთესო კერძების რეიტინგში შეიყვანა

132
სუფრა

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, საკუთარი მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე, ბატკნის ხორცით მომზადებული საუკეთესო კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიაში, რომელშიც 86 დასახელების კერძი მოხვდა, სამი ქართულია – ჩანახმა 30-ე, ხაშლამამ 44-ე და ჩაქაფულმა 49-ზე ადგილი დაიკავა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩანახი, გემოების ერთმანეთთან კარგად შერწყმის თვალსაზრისით, მისართმევად მეორე დღეს უფრო გემრიელია, ხაშლამა ხორცის საუკეთესო ნაჭრებისგან მზადდება და კახეთში საფირმო კერძად მიიჩნევა, ჩაქაფული კი ერთგვარი რაგუა, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

რეიტინგის სათავეში, ვებგვერდის მომხმარებლების ხმათა უმრავლესობით, ბერძნული პაიდაკია მოექცა. ეს არის გრილზე შემწვარი დაბეგვილი ბატკნის ხორცი, რომელსაც შეწვამდე ზეითუნის ზეთის, ლიმნის წვენისა და რამდენიმე სახის მწვანილის ნაზავში ამარინადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები