მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მადრიდში ევროვიზიის პრეფართიზე მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაცია Eurovision Georgia-მ გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
„ნუცას ემოციური გამოსვლა მადრიდის ევროვიზიის პრეფართიზე. მომღერალმა კრისტინა აგილერას “Hurt” ძმას მიუძღვნა“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნუცა ღონისძიებაზე ქართველ მომღერალ, თამთა გოდუაძეს შეხვდა და კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

