„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარი საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იქნება. როგორც გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი, გურამ კაშია მის პირად ცხოვრებაზეც ისაუბრებს.
კითხვაზე, რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, კაშია პასუხობს:
„ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი შვილი ალექსანდრაა. ეს იყო ყველაზე დიდი გოლი“.
მეუღლეზე საუბრისას კი აღნიშნავს:
„ის ადამიანი ვიპოვე, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიქნები. იცის, რა მტკივა, რას განვიცდი“. – ამბობს გურამ კაშია.