200 წლოვანი წიფელი პოლონეთიდან, რომელსაც სახელად „ბაღის გულს“ ეძახიან „ევროპის წლის ხე“ გახდა. უჩვეულო ფორმის ხე ვროცლავის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში იზრდება, წერს კონკურსის ოფიციალური საიტი.
პრესტიჟული პრემიის მეორე ადგილი საფრანგეთში, ქალაქ ბაიოში მდებარე 160 წლის წიფელმა დაიკავა. ეს წიფელი ქალაქში წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან მძიმე ტოტების გამო დახმარების გარეშე დგომა არ შეუძლია, ამიტომ ფრანგები მას პირდაპირი მნიშვნელობით ამაგრებენ, თანაც აგერ უკვე 100 წელია.
და ბოლოს, სიაში მესამე ადგილი იტალიას და 3000-4000 წლის ზეთის ხილის ხეს ერგო წილად. სარდინიაში გაზრდილი მცენარე ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანით თარიღდება და ჟიურის თქმით საუკუნეების სიმყარის სიმბოლოდაა ქცეული.