LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იმერეთის რეგიონში, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე – შუამთასა და ჭყვიშზე გადის. აღნიშნული გზა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მიდის და  ტურისტულად მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთს წარმოადგენს.

4.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს  ასფალტ-ბეტონის საფარის  განახლებას,  ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.