LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sacoor Blue-ს მაღაზია სავაჭრო და გასართობ ცენტრში „ისთ ფოინთი“!

567
Sacoor Blue

თბილისში Sacoor Blue-ს მაღაზია გაიხსნა, რომელიც პორტუგალიური ბრენდის პირველი მაღაზიაა რეგიონში!

საკურ ბლუ გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი სტილის სამოსით. ბრენდი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად მდგრად სამოსზე და გათვლილია თანამედროვე ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეკოლოგია და გარემო მნიშვნელოვანია. 

საკურ ბლუს კოლექცია ძირითადად მოიცავს ეკომდგრად, ყოველდღიურ და კლასიკურ სამოსს ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, თუმცა ასევე გვთავაზობს საინტერესო, მოდურ ნივთებს ქალბატონებისთვისაც. 

საკურ ბლუს მაღაზია საქართველოში საცალო ჯგუფის, ლენდმარკ ჯორჯიას პარტნიორობით გაიხსნა, ეს კი საკურ ბრაზერსისა და პიაცა იტალიის მაღაზიების შემდეგ, კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ჯგუფის მიერ საქართველოში მოდის მიმართულებით განხორციელდა. ამჟამად ლენდმარკ ჯორჯია ოთხი მაღაზიით თბილისის სამ მოლშია წარმოდგენილი. კომპანია უახლოეს მომავალში საქართველოში სხვა პრესტიჟული ბრენდების შემოყვანას და პორტფელის გამრავალფეროვნებას გეგმავს. 

მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, საკურ ბლუ მომხმარებლებს 25%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს სრულ კოლექციაზე, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ და კლასიკურ სამოსს.

მაღაზიას შეგიძლიათ ეწვიოთ ისთ ფოინთ მოლში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ.#2-ში (კახეთის გზატკეცილზე) და მოირგოთ ეკომდგრადი სამოსი თანამედროვე ადამიანებისთვის!

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები