LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მენი პაკიაო პოლიტიკურ კარიერას ჰომოფობიაზე აგებს

17

მენი პაკიაომ განაცხადა, რომ გეები და ლესბოსელები ცხოველებზე უარესები არიან.
ცნობილი მოკრივე პოლიტიკურ კარიერას ჰომოფობიაზე აწყობს.

”გინახავთ ცხოველები, რომლებიც მამრი მამრთან და მდედრი მდედრთან შედის ურთიერთობაში? ცხოველები ადამიანზე უკეთესები არიან. მათ იციან, როგორ გაარჩიონ მამაკაცები ქალებისგან. თუ მამაკაცი მამაკაცთან და ქალი ქალთან შედის ურთიერთობაში, მაშინ ისინი ცხოველებზე უარესები არიან”, – მოყავს მენის სიტყვები Inquirer-ს.

პაკიაო ფილიპინების კონგრესში კენჭს იყრის. ეს შესაძლოა მისი მესამე ვადით არჩევა გახდეს. მოკრივე კონგრესში 2010 წელს შევიდა და მერე 2013 წელს ხელახლა აირჩიეს.

მენი პაკიაო მორწმუნე ადამიანია, მან იანვარში ქადაგება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები