LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციამ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს (ვიდეო)

12

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენციისთვის სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს შეიმუშავებენ. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ საფეხბურთო გუნდების მიერ უკანონო გარიგებისა და მატჩებთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში, უწყებები ერთობლივად განიხილავენ და შეიმუშავებენ საფეხბურთო სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი სწავლებები, ტრენინგ-კურსები და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები