LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზაფხულდა და მე კი ვბრაზობ.. აყვავებულ იებზე, დათოს საყვარელი სახლის ეზო ლურჯად რომ გადააფერადა.. თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

336
დავით ბერიაშვილი

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი გონება 3 აგვისტოს ბოლო მიმოწერას და 4 აგვისტოს ტალახიან შოვს ატრიალებს განუწყვეტლივ და იმას, რომ დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გაზაფხულდა და მე კი ვბრაზობ… ვბრაზობ აყვავებულ იებზე, დათოს საყვარელი სახლის ეზო ლურჯად რომ გადააფერადა. ვბრაზობ ტყემლის და ჭერმის თეთრ-ვარდისფრად გადაპენტილ ხეებზე, აივნიდან ღამის სიბნელეში მბზინავი მარგალიტებივით რომ ჩანან და ყველა წუთს მახსენებენ სიცოცხლის არსებობას… მე კი მათ დანახვაზე თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია…“, – წერს ია მერებაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები