ნუცა ბუზალაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს გვიზიარებს.
„ვულოცავ ჩვენს უმაგრეს ბიჭებს და საქართველოს ძალიან ღირსეულ გამარჯვებას“ – წერს ნუცა.
„რა ფეხბედნიერი ყოფილხარ ნუცა“ – აღნიშნავს მაყურებელი.
ცნობისთვის, ნუცამ საქართველო-ლუქსემბურგის თამაშამდე სიმღერა Firefighter შეასრულა.
აღნიშნული სიმღერით ნუცა ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება.