LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ცესკო: „არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პუტინმა ხმების 87.28%-ით გაიმარჯვა“

123
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხმების 87.28%-ი მოიპოვა.

მარგარიტა სიმონიანი: „იშვიათად ვტირი, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენისას ნამდვილად ცრემლები წამომივიდა, ტუში ჩამომეღვენთა – არასოდეს მიგრძვნია ასეთი აღტაცება, ასეთი სიამაყე“

ცესკო-ს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა, ნიკოლაი ხარიტონოვს – 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს – 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი – 2 797 629 ამომრჩეველმა, ანუ 3.2%-მა.

შარლ მიშელი: „მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები