ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და მათ თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ ძვირფასო ჟურნალისტებო. არ დავიღლები მადლიერებით იმ თანადგომისთვის, რაც ჩემს ნიკოს გამოუხატეთ, უკლებლივ ყველას, ყველას გილოცავთ. სიმართლის სადარაჯოზე უკეთესი საქართველოსთვის.
ეს იყო Feedc-ის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი 2020 წელს, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა აღმოაჩინა „მოქალაქე ჟურნალისტის“ უნარებით“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ ძვირფასო ჟურნალისტებო✍️✍️📺🎥📹📷📸 არ დავიღლები მადლიერებით იმ თანადგომისთვის რაც ჩემს…
Posted by Iza Omadze on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024
ცნობისათვის, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.