7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება, რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.
გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და ყველას მადლობას უხდის, ვისაც მისი ძმის გამოჯანმრთელებაში წვილილი შეაქვს.
„მოგეხსენებათ, სტამბულში ვიმყოფებით, სადაც მამა გიორგის კიდურების მოძრაობის აღდგენისთვის რეაბილიტაცია უტარდება. სამწუხაროდ, ასეთი თერაპია საქართველოში არ ტარდება და ყველაზე ახლო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ეს კლინიკა აღმოჩნდა.
ამ ყველაფრის დაწყება ოჯახის ხელთ არსებული რესურსებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით შევძელით. ექიმები იმედს გვაძლევენ. ჩვენ გვეხმიანებიან მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მათ შორის ემიგრანტები და გვთხოვენ ანგარიშის ნომერს, რათა საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანონ მამაოს გამოჯანმრთელების საქმეში. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება.
ვინაიდან რთულია თითოეულს მივაწოდოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტში დავწერო ანგარიშის ნომერი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა შეწევნისთვის, რომელიც მართლაც რომ საჭიროა მამა გიორგის გამოჯანმრთელებისთვის, რადგანაც საჭიროა რეაბილიტაციის გადაუდებელი გაგრძელება, ასევე, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გააზიაროთ პოსტი, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ეს ინფორმაცია
საქართველოს ბანკი GE73BG0000000537181325
თბს ბანკი GE98TB7261545061100012
მიმღები: თორნიკე მამალაძე“. – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.