საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 მლნ 246 ათას ლარს გაუტოლდა, რაც 10.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 7.5% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით, 15.6%-ით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა. მას მოჰყვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაციისა და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.