NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში გამართულ ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოსთან NATO-ს ღრმად ღირებული პარტნიორობის შესახებ.
სტოლტენბერგი: „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ, ნატო-ს მიმართულებით“
ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“. – წერს იენს სტოლტენბერგი.
Good meetings with President @Zourabichvili_S & PM @PM_Kobakhidze on #NATO’s deeply valued partnership with #Georgia. We support your sovereignty & territorial integrity – and we support your efforts to strengthen your democracy, and achieve full Euro-Atlantic integration. pic.twitter.com/x68SuEwtB5
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 18, 2024