LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება” – რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

585
befunky-collage-2024-03-19t005339.490-2024-03-19_00-53-44_715948

ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნუკი საკმაოდ აქტიურია და სასარგებლო რჩევებს ხშირად გვიზიარებს.

,,ქალში ყველაზე ლამაზი რა არის??? მე მგონია რომ ინტელექტი. ოღონდ აი ბარათაშვილის და გალაკტიონის ზეპირი ცოდნა კი არა. უფრო სხვა ინტელექტზე ვლაპარაკობ, იუმორი… და ნუ შეიძლება თმა კიდევ, მე მიყვარს ქალს რომ ლამაზი თმა აქვს. დანარჩენი მგონია მაგარი დებილობა, ფეხი, ტანი ტრაკი, აი ვუაპშე ყველაფერი.

რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება. ან პირიქით ერთი შეხედვით შეუხედავი და უცბად დაიწყებს ლაპარაკს და ვაიმე, გიყვარდება, გელამაზება, ანათებს… მამაკაცზეც იგივე წესი მოქმედებს, თუმცა იქ უფრო ქცევებია თვალსაჩინო და არა საუბრის მანერა ან ხელის და ლავიწის კუნთის(თუ ასეთი არსებობს) სიმძრალვე.

თქვენ რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ვითომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მიწიერ სტერეოტიპებს, სამაგალითოდ გავიზნიქე და წელი ჩავაგდე, ტრაკი გავბზიკე ამ ფოტოში… მე ხომ ეგეთი რაღაცეები არ მაინტერესებს”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ვიდეო: „ბენმა ხაჭაპურის გამოცხობა ისწავლა“ – როგორ შეაყვარა ამერიკელ მეუღლესა და მის მეგობრებს ქართული კერძები ნუკი კოშკელიშვილმა

ვიდეო: „ნუკის ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა წყვილს ხელის თხოვნის შემდეგ და გეგმავენ თუ არა ნუკი და ბენი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშვნას

ვიდეო: ,,აბა რა გეგონა, რომ ვარჯიშობდი?!”…ორსულად ვიყავი, მუცელი მომეშალა და ამაზე ღიად მტკენდნენ გულს…” – ნუკი კოშკელიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები