LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ელოშვილი: „ამ კეთილშობილ ანგელოზს სჭირდება ოპერაცია, სიარული რომ შეძლოს! 25 000 ლარიდან 10 000 უკვე შევაგროვეთ! 15 000-მა ადამიანმა თითო ლარი რომ დავდოთ..ამდენი ხომ სტადიონის ერთ იარუსზე ვეტევით, ერთად რომ ვხარობთ ხოლმე უცხო ადამიანები ჩვენს გამარჯვებებს“

181
BeFunky-collage

ახალგაზრდა გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს.

სანდრო წერს, რომ მარიამს საბოლოო ოპერაცია სჭირდება, რათა სიარული შეძლოს.

როგორც სანდრო აღნიშნავს, ამ ეტაპზე, 10 000 ლარია შეგროვებული, საჭიროა კიდევ 15 000.

„25 000 ლარიდან 10 000 უკვე შევაგროვეთ!

როდესაც მარიამის მეგობრებმა მთხოვეს გვერდში დგომა, ნამდვილად არ მჯეროდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი…

ახლა როგორ არ დავიჯერო?!

რა მაგრები ხართ!!! რა მაგარია, როდესაც ტკივილებით გატანჯული პატარა გოგონა გეუბნება ღმერთის და ადამიანის მჯერაო!

ამ მშვენიერ და კეთილშობილ ანგელოზს სჭირდება მეთორმეტე (!!!) და ღმერთის წყალობით საბოლოო ოპერაცია, რომ შეძლოს სიარული!

გემუდარებით! პირველ რიგში ყველამ გავაზიაროთ!

ამას სჭირდება ზუსტად ერთი წამი! უბრალოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა!

გავაზიაროთ იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს!

15 000 ლარი ჩვენნაირი ადამიანებისთვის დიდი თანხაა, მაგრამ მჯერა რომ ჩვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან!

15 000 ადამიანმა თითო ლარი რომ დავდოთ…

ამდენი ხომ სტადიონის ერთ იარუსზე ვეტევით, ერთად რომ ვართ ხოლმე უცხო ადამიანები და ერთად ვხარობთ ჩვენი გამარჯვევებით!

დედას გეფიცებით, ისევე როგორც თქვენ, მეც პირადად არ ვიცნობ მარიამს, მარტო ის ვიცი, რომ ჩემი კარგი მეგობრების მეგობარია… მაგრამ ის შეგრძნება, რომ ჩემი მხრიდან, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მცირედის გაღება, სხვა ადამიანს გააბედნიერებს, ხვალინდელი დღის იმედით მაძინებს და სიხარულით მაღვიძებს ყოველ დღე… ამაზე გემრიელი შეგრძნება რა უნდა იყოს, როდესაც შენ შეგიძლია ვინმე გააბედნიერო?!

გთხოვთ რა! გავერთიანდეთ! იმ ხალხი ირგვლივს, ვინც 10 000 ლარი შეაგროვა, იმათ დავუდგეთ პირველ რიგში გვერდში! იმათი გაღებული, იმათი გაცემული სიკეთე რომ არ დაიკარგოს! 

ერთად მოვინდომოთ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა ჯანმრთელი და რაც მთავარია ბედნიერი იყოს!

ძალა ერთობაშია!“ – წერს სანდრო ელოშვილი.

#GE32TB7609945061600014 TBC

#GE54BG0000000161381454 საქართველო

ალექსანდრე ელოშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები