LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება.. ვინმეს თუ ოდესმე მოგეჩვენათ, რომ არ მოგესალმეთ, მერწმუნეთ, რომ ნამდვილად მოგეჩვენათ“ – რა გადახდა წლების წინ მაია დარსმელიძეს

246
Untitled design (61)

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ შეიძლება არ მიესალმოს ნაცნობს.

„ეს თემა სულ მაწუხებს და გავაჟღერებ, თუ შეიძლება. : )
ვინმეს თუ ოდესმე მოგეჩვენათ, რომ არ მოგესალმეთ, მერწმუნეთ, რომ ნამდვილად მოგეჩვენათ, იმიტომ, რომ ვესალმები ყველას. (ნუუ, ცხადია, რომ ამ “ყველაში” არ შედის ვინმე, ვისაც ჩვეულ რეჟიმში დამსმელს ვუტრიალებ ხოლმე)..
საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ცხოვრებაში პირველად ჩემს მუდმივად ქათქათა ფერმკრთალ სიფათზე ოოოდნავი რუჯი მომინდა და მივედი სოლარიუმში… )) შევედი, როგორც ვირი ბიბლიოთეკაში და თან გავაფრთხილე, რომ არაფრის აზრზე არ ვარ და (თან აქ სიტყვასიტყვით და არაერთხელ დავუმარცვლე), როგორც სრულ და გამოუცდელ იდიოტს, მთელი პროცედურის ძააააან დეტალური ინსტრუქცია მჭირდებოდა.
მომცეს რაღაც პლასტმასის სათვალე, ეს გაიკეთე და შედიო. შევედი. ძალიან გავერთე. იმდენად კარგი დღე იყო და ისეთ დებილურად რომანტიულ ხასიათზე ვიყავი, რომ თავი უცებ ზღვაზე წარმოვიდგინე, სოლარიუმის ნათურებიც იგივე პათოსით მზედ გადმოვითარგმნე და ამ “მზისთვის” მთელი 7 წუთის განმავლობაში თვალი არ მომიშორებია.
აქ ან ჩემი, წარმოუდგენელი, რბილად რომ ვთქვათ, მიამიტი იდიოტიზმის ბრალია, ან იმის, ვისაც ვთხოვე, აეხსნა და ის ჩემი “მიკროტალღურში კატას რომ არ აშრობენ” დონის “ცოდნის” ვერგათვლის, ან დაკიდების ბრალია… მარა აქ ვინმეს ბრალზე საერთოდ არ არის. )
იმაზეა, რომ ამ საბედისწერო უწყინარი პროცედურის მერე მხედველობა ამიფეთქდასავით და მთლად კარგად ვეღარ ვხედავ.
ამიტომ.. ვინმეს თუ მოგეჩვენათ, რომ არ შეგიმჩნიეთ, ან “თავში ამივარდა”, ან “ნივიჟუ” ჩაგირტყით, მოდით, შემანჯღრიეთ და მერწმუნეთ, მოგესალმებით.“ – წერს მაია დარსმელიძე ფეისბუკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები