LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

127
იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 18 მარტს, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები