LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“

265
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია სტუმრობდა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ის რთული პერიოდი, რომლის გადატანაც ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის დროს მოუხდა.

ვიდეო: „როდესაც ხათუნას დიაგნოზის შესახებ გავიგე, მე გავხდი მისი დედა, ძალა ღმერთმა მომცა, რომ ეს გზა გამეარა.. მადლობა დედა იმისთვის, რომ გადარჩი“ – ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიაზე

მან იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დაუდგნენ, განსაკუთრებით კი შვილზე – ნინი ქარსელაძესა და მეუღლეზე – ზურა ხაჩიძეზე გაამახვილა ყურადღება.

„გარდა იმისა, რომ ნინი ძალიან ყოჩაღია, ძალიან ჭკვიანია. ისე გაერკვა ონკოლოგიაში, რომ ბევრი ექიმის კონსულტანტობა შეითავსა.

სულ ვამბობ: იქით სიკვდილი იყო და აქეთ – სიცოცხლე, ნინიმ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა და ეს დიდწილად ნინის დამსახურებაა. ისე მითმენდა, ისეთ რაღაცებს უძლებდა, გაბობოქრებული, ურჩი პაციენტი ვიყავი და მას ძალიან ვებრძოდი, მაგრამ გაუძლო..

ზურა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა, მეუბნებოდა, ნეტავ ეს მე დამმართნოდა, შენ ისეთი მაგარი ხარ, მე ხომ გამომაძვრენდი ამ მდგომარეობიდანო“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

🔹იქეთ სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე… ნინიმ გამომგლიჯა ხელიდან სიკვდილს… 🔹ზურა მეუბნებოდა, – მე დამმართოდა, შენ ისეთი მაგარი ხარ, გამომაძვრენდი ამ პრობლემიდანო… – ხათუნა ჟორდანია

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 15 მარტი, 2024

ვიდეო: რა შეიცვალა ხათუნა ჟორდანიასთვის გამოჯანმრთელების შემდეგ: „ბოლოს გავიგე, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე მქონდა… ნინი მიმალავდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები