LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: „ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ“

144
მაია ბითაძე ახალ კანონზე

„ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ“, – ამის შესახებ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, კანონპროექტის მოსმენისას ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე კანონპროექტი დაინიცირდებოდა, ყველა დარგის სპეციალისტთან 60 შეხვედრა გაიმართა და შესაბამისად, მათი მოსაზრებები პროექტში გაიწერა:

მაია ბითაძე: „ორ წელიწადში ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს, არ გახდეს აგრესიული“

„ჩვენ არ არ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია. სანამ კანონპროექტი დაინიცირდებოდა, 60 შეხვედრა გაიმართა ყველა დარგის სპეციალისტთან. შესაბამისად, ნებისმიერი ის ციფრი, რომელიც კანონპროექტში იყო ასახული, იყო სპეციალისტებთან ერთად გაწერილი.

კანონპროექტში სიახლე შემოდის – ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას, ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ – იმ ვეტერინარული წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილი“. – განაცხადა მაია ბითაძემ და დაამატა, რომ გამონაკლისი შეეხება სანაშენე ძაღლებს, რომლის პატრონების სპეციალურ ცნობებს აიღებენ. 

ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.. არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს, არ იყოს კანონი მიღებული – მაია ბითაძე