LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

516
თიბისი

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. სპექტაკლი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელია ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკი, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

19 მარტს კი თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მურად მერზუკი და სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. 

დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

წარმოდგენა თიბისის, საქართველოში სომხეთის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები