LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი პლეილისტი შევარჩიოთ ვარჯიშის დროს

23

ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენა – ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა, მუსიკა კი სწორედ ისაა, რაც ჩვენს წარმატებას აორმაგებს და პროცესსაც სასიამოვნოს ხდის. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მუსიკა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ვარჯიშის რიტმს. როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ ვარჯიშისას, როგორ უნდა შევადგინოთ ფლეილისტი და რა ემოციებს უნდა იწვევდეს ის ჩვენში, ამის გაგებაში ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ…

 

 

მუსიკამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს

ბევრი მიიჩნევს, რომ მუსიკას შეუძლია გარესამყაროს მოგვწყვიტოს, რაც ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ვარჯიშის დროს ასეთი ტიპის მუსიკა არ გამოგვადგება და სავსებით შესაძლებელია, რომ არასწორად შერჩეულმა ფლეილისტმა ტრამვებამდეც მიგვიყვანოს. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენს მიერ შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებები რელაქსაციისთვის დაიხმაროთ, რაც ვარჯიშის პროცესს უფრო სასიამოვნოს, ხოლო შედეგს, ადვილად მისაღწევს გახდის.

 

 

მუსიკამ უნდა იმოქმედოს თქვენს ძალისხმევაზე

კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რაც უნდა გაითვალისწინოთ ეს ფსიქოლოგიური ტონუსის მომატებაა. ამიტომ, თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ ისეთი ჟანრისა და ხასიათის სიმღერები, რომლებიც კონკრეტული სავარჯიშოების გაკეთებისას თქვენს ძალისხმევაზე მოახდენს გავლენას. მაგალითისთვის კარდიოვარჯიშებს მოუხდება დაბალტემპიანი სიმღერები, ხოლო მასაზე გათვლილ ვარჯიშებს კი ჟანრობრივად როკის სტილის სიმღერები შეესაბამება.

 

 

მუსიკამ მოტივაცია უნდა შეგმატოთ

მუსიკას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს მათთვის ვინც  მას შეიგრძნობს. მაგალითად, რომანტიკული სიმღერა, რომელიც თქვენს ყოფილ შეყვარებულთან არის დაკავშირებული მასაზე ვარჯიშისთვის გამოგადგებათ. რატომ? იმიტომ, რომ მსგავსი მუსიკალური ნაწარმოებები თქვენ მოტივაციას გმატებთ და თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

 

 

მუსიკა სირბილში დაგეხმარებათ

მუსიკა სირბილის დროს თქვენი ფეხის კუნთების რიტმულ მოძრაობაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს ვარჯიშს სასიამოვნოსა და შედეგიანს გახდის, არ გაგიკვირდეთ, თუ ცეკვაც მოგინდებათ. მუსიკალური ბიტი – იდეალური მეტრონომია მოძრაობებისთვის, რომელსაც სირბილის დროს ვიყენებთ.

 

 

ყურსასმენებმა ხელი არ უნდა შეგიშალოთ

იმისათვის, რომ ვარჯიშში ხელი არ შეგვეშალოს, იდეალური იქნება უსადენო ყურსასმენები. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი არაფერი მოგვეპოვება, უნდა გვახსოვდეს, რომ სადენები აუცილებლად ხელს შეგვიშლის ტრენაჟორებით ვარჯიშის დროს, ამიტომ კარგი იქნება თუ სადენებს მაისურის ქვეშ გავატარებთ ხოლო ტელეფონს ან პლეერს სპეციალურ სამაგრით მოვათავსებთ ხელზე, ან ზურგზე.

 

 

მუსიკამ აზროვნება არ უნდა შეგიცვალოთ

უახლესი გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მუსიკისა და ფიზიკური დატვირთვის შეხამებამ შეიძლება სირთულეები გამოიწვიოს. შესაბამისად, მუსიკას შეუძლია უარყოფითი გავლენაც მოახდინოს თქვენზე. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად სწორად შეარჩიოთ ფლეილისტი. არასწორად შერჩეულმა კომპოზიციებმა შეიძლება სრულიად მოგწყვიტოთ რეალობას. გარდა ამისა, მაქსიმალურად ხშირად განაახლეთ ფლეილისტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები