LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე.. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ“ – რას წერს ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ

206
Untitled design (5)

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ სტატუსს ავრცელებს.

„პატარა ხალი ჰქონდა ტუჩზე..“ – ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, გარდაცვლილ დაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ანა რობაქიძე მეგობრებს მიმართავს და მათ გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:

„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ. მადლობა, რომ არსებობთ და მადლობა, რომ არც ერთ წამს არ მტოვებთ მარტო!“, – წერს ანა რობაქიძე სოციალურ ქსელში.

ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე. <3 სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ <3 მადლობა, რომ არსებობთ და მადლობა რომ არცერთ წამს არ მტოვებთ მარტო! 🥹

Posted by Ana Robakidze on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა“ – ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად სოფელ ზემო საზანოში ჩავიდნენ. ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და პატარა დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“ – რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„თანაკლასელები იყვნენ – სანიმუშოდ ზრდილი და გონიერი გოგონები, მომავლის გეგმებით სავსე.. ერთ-ერთს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, სხვები დახმარებას ცდილობდნენ“ – რას ჰყვებიან ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიაზე

,,გაშავდა გაზაფხული…გაქვავდა ქალაქი…სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები