Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვიდეო: „გამიხარდა, რომ ის ვისწავლე, რისი კეთებაც ბებოს სიამოვნებს.. მოდი გავცვალოთ ნიჭი“ – ხათუნა ხოფერიას შვილიშვილი ბებოს ხატვის ტექნიკას უზიარებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გამიხარდა, რომ ის ვისწავლე, რისი კეთებაც ბებოს სიამოვნებს.. მოდი გავცვალოთ ნიჭი“ – ხათუნა ხოფერიას შვილიშვილი ბებოს ხატვის ტექნიკას უზიარებს

266
ხათუნა ხოფერია, ნინა ხოფერია

ხათუნა ხოფერია შვილიშვილს ნინა ხოფერიას ასწავლის, თუ როგორ იქმნება ლექსი. თავის მხრივ ნინა ბებიას ხატვის ტექნიკას უზიარებს.

როგორც ნინა ხოფერიამ აღნიშნა, მისთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ ნახატების კოლექციონერ ბებიას აქამდე არასდროს უცდია თავად შეექმნა ნამუშევარი.

ხათუნა ხოფერია:

არასდროს მომივიდოდა აზრად, რომ ნიჭი გამეცვალა ნინასთან, არ მინდოდა წინასწარ, რაღაცებში მომემზადებინა.. ნინას ყოველ დაბადების დღეზე ვჩუქნი ნახატს, ახლა მე-13 ნახატს ვაჩუქებ..

მე პოეტი არ ვარ, უბრალოდ ლექსი ჩემი თავის გამოხატვის საშუალებაა.. უკვე ვიცი, რომ ნინას შეუძლია ლამაზი სიტყვებით აღწეროს თავისი შინაგანი მდგომარეობა.

ნინა ხოფერია:

თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამომივიდა.. ხათუნა ნახატებში ისე ერკვევა, მიკვირს, თვითონ, რომ არასდროს უცდია ხატვა..

ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ხატვაზე, სულ მაინტერესებდა, რაღაც პერიოდი შევწყვიტე, არ ვხატავდი, მაგრამ შემდეგ გავაგრძელე, ადამიანის ფიგურის აგება ვისწავლე, ახლა, რასაც ბებოს ვასწავლი. მინდა გრაფიკული დიზაინერი გავხდე..

გამიხარდა, რომ ის ვისწავლე, რისი კეთებაც ბებოს სიამოვნებს.

🎨📃🖋" მე დავხატავ, შენ დაწერე" – მოდი გავცვალოთ ნიჭი

🎨📃🖋" მე დავხატავ, შენ დაწერე" – მოდი გავცვალოთ ნიჭი ✨️ ხათუნა ხოფერია შვილიშვილს, ნინას, ასწავლის როგორ იქმება ლექსი… 🖼 ნინა კი ბებიას, ხატვის ტექნიკას უზიარებს. ნახატების კოლექციონერ ბებიას აქამდე არასდროს უცდია თავად შეექმნა ნამუშევარი. #ნინო_მჭედლური

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები