ლენი კრავიცს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. უმნიშვნელოვანეს დღეს მის გვერდით მისი ქალიშვილი, ზოე კრავიცი და სასიძო, ჩენინგ ტატუმი იყვნენ და მას ამხნევებდნენ.
„ეს რა დღეა, დიდი მადლობა, წარმოუდგენელი პატივია“, – წერს კრავიცი, რომელიც საზეიმო გახსნაზე შავი ფერის, ზოლებიან კოსტიუმში გამოცხადდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელი ამერიკელი არტისტისთვის საიუბილეოა, 26 მაისს ის 60 წლის ხდება. დაბადების დღემდე კი საკულტო მუსიკოსი მე-12 სტუდიურ ალბომს, Blue Electric Light გამოუშვებს. ნამუშევრის პრემიერა 15 მარტს იგეგმება.
ფოტო/ვიდეო: ლენი კრავიცი სცენაზე ახალი დისკით ბრუნდება