დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. უმჯობესია თუკი გამოიყენებთ წამლების პროფილაქტიკას. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დღეს და ხვალ ნუ განმარტოვდებით. დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კულინარიისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, ავეჯის, ცხოველებისა და სამშენებლო მასალის შესაძენად, ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა. დღე ტრავმულია, იყავით ყურადღებით. საკვებ რაციონში შეიტანეთ ჭვავის პური, ბოსტნეული, თევზეული. მოერიდეთ ყვირილსა და სარისკო მოქმედებებს.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავს ზონა.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ტერაკოტისფერს, ლიმონისფერს, ყავისფერსა და მწვანეს, ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები არ ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისთვის, დღე შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნებისთვის.