სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines ერევანსა და ბათუმს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს აახლებს.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სომხეთის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირველ ფრენას 1 მაისს შეასრულებს.
ერევანი-ბათუმი-ერევნის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.