LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქიმიური და ხარო, მეძახდა… დღესაც შენთან შეგვკრიბე, ოღონდ, ამჯერად, სამუდამო გამომშვიდობების ცრემლებისთვის..“ – სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს მეგობარი ემოციურ პოსტს უძღვნის

1774
არჩილ ბარდაველიძე

პირველ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაღუპულ 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, მისი კლასელი და მეგობარი, ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„კარგი ბიჭი იყო, სხვას რას აკეთებდა, არ ვიცი.. ჩხრეკა ჩაატარეს, ასე ამბობენ, ნარკოტიკები ჰქონდათო“ – რას ამბობენ ადგილობრივები ნარკოდანაშაულში მონაწილე ბიჭზე, რომელიც სავარაუდოდ, ზედოზირებით გარდაიცვალა

„ჩემი ქიმიური და ხარო, მეძახდა…

მხოლოდ მან და მე ვიცოდით, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. ერთ წელს დავიბადეთ, წამოვიზარდეთ და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით. ყოველი დღე ერთმანეთის ნახვით იწყებოდა და ყოველი დღე ერთად თამაშით მთავრდებოდა, მთელი სოფელი რომც შემოევლო ბოლოს მაინც ჩემთან მოვიდოდა, ჩემი აჩაჩო! დილით, სკოლაში წასვლის წინ, სახლში მომაკითხავდა, დამელოდებოდა და ერთად გავუდგებოდით გზას, უკანაც ერთად ვბრუნდებოდით. მეტყოდა ხოლმე-თიკო, მამეცადინე გთხოვო, მეც მასზე დიდივით დავისვამდი და ვამეცადინებდი…

ჩემო ბავშვობავ, რომ გავმდიდრდები ყველაფერი უნდა გიყიდოო მპირდებოდი💔

თვითონ შენი სიცოცხლე იყო სიმდიდრე, აჩაჩო!(ასე გეძახდი❤️) შენ გარეშე წასვლა კლასელებთან ერთად ბოლომდე არ მიხაროდა, ჩემო მხიარულო და კეთილო ბიჭო! როგორც ყოველთვის, ტრადიცია არ დაარღვიე და დღესაც შენთან შეგვკრიბე, ოღონდ, ამჯერად, ბედნიერების ცრემლების ნაცვლად ტკივილის, სინანულის, მონატრებისა და სამუდამო გამომშვიდობების ცრემლებისთვის, აჩაჩო! ჩემი და შენი სახლები ისევ განაგრძობენ ერთმანეთის ყურებას, მაგრამ მე და შენ?! მე და შენ უკანასკნელად ვიდექით დღეს ერთმანეთის პირისპირ! შენს „პატარა ცხვირიანს”, ყველას და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისევ ისე უყვარხარ, როგორც ბავშვობაში, სილაში ერთად ნამცხვრების გამოცხობის დროს… ჩემო ტკივილო, გემშვიდობება შენი „ქიმიური და“!…“, – წერს თიკო ქათამაძე.

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

„მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები