LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600-ზე მეტი მოსწავლე, 120 სტიპენდიატი – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა გრძელდება

504
საქართველოს ბანკი

მოსწავლეებისთვის ხარისხიან STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებისთვის საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

მეორე წელია, საფინანსო ინსტიტუტი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკის მიზანია, ხარისხიანი განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს, სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და მასში ჩართვა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

ამჟამად პროექტში 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა კი 120-ს აღემატება. საფინანსო ინსტიტუტი ყოველწლიურად დამატებით 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო მოწყობილობებს (არდუინოების ნაკრებს, მულტრიმეტრს და სხვა) საჩუქრად გადასცემს. 

„საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს, რადგან ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო პოტენციალის. მათი ხელშეწყობის მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. უკვე მეორე წელია, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლა დავაფუძნეთ – პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ხარისხიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. გვახარებს ჩვენი ინიციატივისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი. ამჟამად STEM სკოლაში 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ჩვენი სტიპენდიატების რაოდენობა კი 120-ზე მეტია. ამასთან, ჩვენ ყოველწლიურად დამატებით 60 მოსწავლეს სრულად ვუფინანსებთ სწავლას. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

საქართველოს ბანკის მიერ განათლების და ზოგადად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლია გაიგო პლატფორმაზე – CSR.BOG.GE

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები