იტალიის ქალაქ ვერონაში ტურისტები ჯულიეტას ქანდაკებას იმდენად ხშირად ეხებოდნენ, რომ მასზე პატარა ხვრელი დატოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა L’Arena წერს.
როგორც წესი, ამ ადგილს ყოველწლიურად ასობით ვიზიტორი აკითხავს, რათა ჯულიეტას სიყვარულისა და წარმატების მიღების იმედით შეეხოს. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის რომ დროთა განმავლობაში სკულპტურა დაზიანდა და ამას გამოცემის მიერ გამოქვეყნებული კადრიც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 2014 წელს ანალოგიური მიზეზის გამო უკვე შეცვალეს. სამუშაოების ღირებულებამ მაშინ 15 ათას ევროს გადააჭარბა.