კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ სამყაროში, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და რომელიც რეალური სამყაროს მსგავსად განვითარებასა და გაფართოებას განაგრძობს. თელ-ავივის ცენტრში სულსა და სხეულს შორის ჰარმონიული კავშირის დამყარების მიზნით გახსნილი პატარა მაღაზია დღეს კოსმეტიკის მწარმოებელ უმსხვილეს ბრენდს წარმოადგენს. ისრაელში 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტის მქონე კომპანია წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლალინში“.
ლიკა დოლიძე, Laline Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი:
– „ლალინი“ 1999 წელს ორმა ახალგაზრდა ქალმა, რევიტალ ლევიმ და მერავ კოენმა თელ-ავივში დაარსეს, 2007 წელს კი ისრაელის უდიდეს რითეილ ჯგუფთან „FOX GROUP“-თან (რომელიც თავის მხრივ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: NIKE, FOOT LOCKER, DISNEY და ა.შ.) გააფორმეს ხელშეკრულება. ამის შედეგად ბრენდი მალევე გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და დღეს მსოფლიო მასშტაბით 180-ზე მეტ ბუტიკს მართავს (ისრაელი, კანადა, იაპონია, ტაივანი და უკვე საქართველოც).
საქართველოში „ლალინის“ ოფიციალურ წარმომადგენლობას TSUR GROUP-ი ფლობს. TSUR GROUP ებრაულ-ქართული ჰოლდინგია, რომელიც საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს. ჯგუფი ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. დროის ამ მოკლე მონაკვეთში მან შეძლო შეექმნა და განევითარებინა 12 წამყვანი კომპანია თავის დარგში. ეს კომპანიებია: Aromaco, Nami8, Business Lab, Georgian Investment, Be Yo და ა.შ. ჯგუფის ფილოსოფია ეფუძნება ინოვაციურ, ტექნოლოგიურ და ჯანსაღ საწყისებს. მისი უპირველესი პრიორიტეტი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ოჯახურ გარემოდ ჩამოყალიბდა იქ დასაქმებული ადამიანებისათვის.
„ლალინის“ პირველი შოურუმი თბილისში 2023 წლის 20 ივნისს გაიხსნა. მრავალფეროვანი პროდუქცია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ასევე, გვაქვს ხაზი მამაკაცებისთვის, პატარა გოგონებისთვის და მთელი ოჯახისთვის.
– თქვენი კოლექციებიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას ქართველ მომხმარებელი?
– ქართველმა მომხმარებლებმა ძალიან შეიყვარეს ჩვენი ვეგანური ხაზი, სკრაბი, ხელის მოვლის და კანის დამატენიანებელი საშუალებები, ასევე, Home and Lifestyle აქსესუარები. ძალიან სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ ბრენდს საკმაოდ კარგად იცნობდნენ საქართველოში, ამიტომაც დღეს ბევრი აქტიური მომხმარებელი გვყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ მომხმარებელს ძალიან უყვარს სიახლე.
– პროდუქციის უსაფრთხოებაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ბაზარი დიდია, მომხმარებლის ნდობას კი ხარისხი ყოველთვის განაპირობებს.
– ჩვენი ყველა პროდუქტი ანტიალერგიულია და დამოწმებულია დერმატოლოგების მიერ. აქვე აღვნიშნავ, რომ „ლალინის“ კოლექციები არ იტესტება ცხოველებზე და არ შეიცავს ქიმიკატებს, პარაბენებს, სულფატებს (SLS – Sodium laureth sulfate), რომლებიც ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. „ლალინის“ პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებით და მკვდარი ზღვის მინერალების შემადგენლობით ეფექტურად და უსაფრთხოდ ზრუნავს თქვენს სხეულსა და სახის კანზე.
– „ლალინი“ ბაზარზე პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკითაც იწონებს თავს.
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჯერჯერობით ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „გალერია თბილისში“ (0 სართულზე) მდებარე ბუტიკში და ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება დაბრუნება-შეცვლას, ორივე მათგანი შესაძლებელია პროდუქციის შეძენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია არ არის გახსნილი და ჩეკიც თან აქვს მომხმარებელს, გახსნილი პროდუქციის დაბრუნება არ ხდება.
– სიახლეებზეც მოგვიყევით. რა არ უნდა გამორჩეს „ლალინის“ მომხმარებელს?
– ამ ეტაპზე გთავაზობთ ლიმიტირებულ კოლექციას – სპეციალურად შემუშავებულ ფორმულას, კოლაგენის ხაზს. მოგეხსენებათ, კოლაგენი არის ადამიანის ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ეხმარება მას ტენიანობის აღდგენაში. ეს ხაზი გაჟღენთილია მცენარეული წარმოშობის ვეგანური კოლაგენით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი C ვიტამინით, გამდიდრებულია მცენარეული ზეთების ნაზავით: ყურძნის მარცვალი, ჟოჟობა, კალენდულა და ვარდი. ალოე ვერას ფოთლების წვენისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტის მეშვეობით თქვენი კანი ხდება გლუვი და ბზინვარე. „ლალინში“ მუდმივად იქნება მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეები და განსაკუთრებული შეთავაზებები.