მომღერალმა გიორგი ჭოხონელიძემ და მისმა მეუღლემ, ანეტა ნიკურაძემ ქორწილის დეტალები გაიხსენეს. ამის შესახებ მათ „შუადღეში“ ისაუბრეს.
„მეხუთე წელია ერთად ვართ, აქედან 2 წელია ცოლ-ქმარი ვართ, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით.
ხელის თხოვნას რაც შეეხება, მეგობრები სამოგზაუროდ წავედით, შუა ზღვაში ვთხოვე ხელი.
ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი დიდი სურვილი იყო. კაბაზე ბევრი იფიქრა ანეტამ, თავიდან ქართული უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ის რაც გამოვიდა, ძალიან მომეწონა“, – იხსენებს წყვილი.