LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება მოხდა ჩემს თავს.. მამა ევდემოზმა ჩემს ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა.. ვიპოვე მამაო, რომელსაც მხოლოდ სიყვარულით აქვს გული სავსე“ – ზაქარია ჭელიძის ემოციური პოსტი

202
ზაქარია ჭელიძე

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის მონასტერზე და მამა ევდემოზზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ზაქარია წერს, მონასტერში ყოფნის დროს სასწაულების მომსწრე გახდა.

ზაქარია ჭელიძე მადლობას უხდის მონასტრის ბერებს, რომლებიც 24 საათი ლოცულობენ ჩვენთვის.

„საოცრება მოხდა ჩემს თავს ✨ ყველაზე ბედნიერი 8 მარტი მქონდა

ეხლა სავსე ვარ და მოგიყვებით ადამიანზე რომელმაც ჩემ ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა ✨

ეს დღეები ვიყავი მონასტერში ✨მთაში 🙌 კერძოთ ხინოწმინდის მონასტერში ქობულეთის ულამაზეს მთაში დიახ ქობულეთს ნამდვილად აქვს საოცარი ხეობები და მთები ✨

ვისაც გჯერათ გამომყევით 🙏

დავიწყებ თავიდან 👼

შარშან ერთ ლამაზ პროექტზე ვიმუშავე და პროექტის ფარგლებში გადავიღე ხინოწმინდის მონასტერი რომელიც არის ქობულეთიდან 3 საათის გზაზე ან მეტის ან ნაკლების რა მნიშვნელობა აქვს ხოდა იქ გავიცანი ბატონი მამაო 🌞

მერე მოხდა ისე რომ მასალა რომელზეც იყო კონკრეტულად ეს მონასტერი და მამაო ვერ ვიპოვე ვერ აღვადგინე 😳 ყველა ჩიპი თავიდან გადავქექე და ისევ ვერ ვიპოვე აღვადგინე მასალა მაინც ვერ ვიპოვე და აი მაშინ მოხდა რაც მოხდა ისევ მომიწია ასვლა და ისევ დამხვდა მომღიმარი ბატონი მამაო ევდემოზი 🙏 ეს სასწაულია ჩემთვის და ბედიც და მადლობა რომ წაიშალა ეს მასალა 👍 ეხლა ესე ვფიქრობ 🙌

ეს თემა განვიხილეთ და მივხვდი მამა ევდემოზი ჩემს გულში ჩარჩა სამუდამოდ
ეხლა ბოლო თვე ძალიან რთული პერიოდი გავიარე ბევრი რამ მოხდა რამაც დამაფიქრა და ბევრი კითხვა დამიგროვა ასევე გავიჭედე დავიღალე და ბევრი რამ მსგავსი 🫣 ერთი დიდი ბურთი გახდა რა 🍿🍿🍿🍿ხოდა აბა რა მოხდა ? რა თქმა უნდა უცებ გამოჩნდა მამა ევდემოზი 🙏 და მითხრა წამოი ჩემთანო 🌞

გთხოვთ არასოდეს დაკარგოთ იმედი 🙏✨

ეხლა სერიოზულად უფრო მოგიყვებით ჩემს განცდებს ბრძოლებს და დეტალებს რაც მე დავინახე და ვიგრძენი მონასტერში.

ამას ძალიან პირადულს გიყვებით რადგან თუ ჩემნაირად გაიჭედეთ: ასაკი, ცხოვრება, პრობლემა კითხვა და რა ვიცი კიდე რა მერწმუნეთ შვებას იგრძნობთ მთავარია იპოვოთ.

ავედი მონასტერში. სადაც არც ტელეფონია არც ინტერნეტი არც შუქი არც არც არც
მარა ფიქრობ გჭირდება?? ზემოთ ჩამოთვლილი ?

არა არა და არა

იქ არის რაც გჭირდება სინამდვილეში

მამები რომლებიც 24 საათი ლოცულობენ ჩვენთვის და მე ეს ჩემი თვალით ვნახე
ყველა აბსოლუტურად ყველა ფურცელი სადაც თუკი ვინმეს როდესმე მოხსენიებიხართ ცოცხლებში ან მოუხსენიებიათ მიცვალებულები ყველა ფურცლიდან კითხულობენ ყველა სახელს 😳

ვდგებოდით 6 საათზე ზარის რეკვა იწყება და ლოცვა

მირბიხარ ბედნიერი აღარც მახსოვს ასე ბედნიერი სად გავიქეცი ბოლოს იძინებ 8 საათზე ბედნიერი (ბოლოს როდის დავიძინე 8 ზე არ მახსოვს) საღამოს ლოცვაზე გარბიხარ ბედნიერი ისევ ✨✨✨✨

თავიდან ძაან რთულია უნდა ვაღიარო

ჭამაც არ გახსოვს

მარტო საუბრობ საუბრობ საუბრობ 🫣

ფაქტიურად ცოცხლად ჭამ მამაოს მარა ის გაღიმებული გპასუხობს

და მე ხო არ ვარ მარტო ასობით ადამიანი იგივეს აკეთებს 😳

და მივედით მთავარზე მე ჩავაბარე აღსარება და მაზიარა მამაომ და ეხლაც ბედნიერების ცრემლი მომდის რადგან მივხვდი თავიდან დავიბადე

ყველაფერი დალაგდა და მადლიერებით ვარ სავსე

თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ თქვენ რომ არა მე ამას ვერ გავბედავდი და ეს იყო რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა თუმცა მოხდა მაშინ როცა დრო დადგა.

მაშინ როცა ვიპოვე მამაო რომელსაც მხოლოდ სიყვარულით სავსე აქ გული და სინათლის გაზიარება შეუძლია.

მადლობა თითოეულ ბერს მღვდელს მონაზონს ვისაც გიყვართ თქვენი საქმე და ანთებული ხართ ჩვენთვის 24 საათი

ეს არაა მარტივი ცხოვრება და ეხლა კიდე უფრო დავაფასე თქვენი ღვაწლი

ამდენი ძალა და სიყვარული ✨

( ნუ კარგი და ცუდი ყველა სფეროშია . მაგენზე ვერ მოვცდები )

მე ვსაუბრობ იმათთზე ვისთანაც არის ღმერთი

მადლობა

ქობულეთს 🙏

მამა ევდემოზ შენ ვინმე წაგიკითხავს აუცილებლად და მინდა იცოდეთ უდიდესი სიყვარული დამანახე და ძალიან ძალიან მიყვარხართ ✨

კიდე ჩავიდენ ცოდვას რომ ამოსასვლელი გავხდე აღსარებაზე 🤩 (ეს არ წაუკითხოთ )

მეგობრებო ფოტოზე არის დილის 6 საათი დიდი თოვლი და მამა ევდემოზი მორბის სინათლე რომ გამიზიაროს სინათლესაც კი ჯვრის ფორმა აქვს ✨

ფოტო ჩემი კელიიდან ✨უამრავი ფოტო გადავიღე მარა ეს ჰყვება ჩემს ამბავს ✨

აუცილებლად ადით ხინოწმინდას მონასტერში იქ გულში ჩაგიკრავთ 👼 და გახსოვდეთ დილის 6 საათიდან ჩვენთვის ლოცულობენ . ეს ფიქრები აუცილებლად გაგაძლიერებთ.

და ამუღრან ტყეში სინათლეა მუდამ ჩვენთვის ✨

2024 . 8 მარტი ხინოწმინდა

ზარების დღე

ხინოწმინდა

ქობულეთი

მადლობა განსაკუთრებული Nona Tsulukidze Natia Nizharadze

იმდენი მინდა დავწერო მარა ვითიშები იმედია აზრს გამოიტანთ

მთავარი ღერძი სიყვარულია ამის თქმა მინდა

დაიჯერეთ საოცრებები ხდება ✨✨✨✨✨✨✨✨“, – წერს ზაქარია ჭელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები