LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

1649
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:47-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების თევზების ზოდიაქოს ნიშანში დაპირისპირება ყველა ნიშანზე ნეგატიურად აისახება. გაძლიერდება აგრესია და დეპრესია, მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, საღი აზრი და წინდახედულობა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია თაღლითობის და მოტყუების ალბათობა.

არ ღირს ახალი საქმის დაწყება, გარისკვა და იმპულსურად მოქმედება.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება, ფულის სესხება და ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისა და ხორციანი კერძების მირთმევისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები