LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე თვე თავის შიშველ ფოტოებს და ვიდეოებს, სასქესო ორგანოთი მიგზავნიდა.. დაიწყო ჩემი ბულინგი, ვიღაც-ვიღაცებს არ უნდათ, რომ ვსაუბრობდე“ – რას ამბობს ექიმი, რომელმაც პოლიციაში ონლაინ სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი შეიტანა

143
ეკა კვირკველია

„კონკრეტულ ადამიანს ჩემი შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის ვუჩივლე, რომელიც დინამიკაში, რამდენიმე თვე, შიშველ ფოტოებს, ვიდეოებს თავის სასქესო ორგანოთი მიგზავნიდა“, – განაცხადა მედიასთან ექიმმა, რებრუდოლოგმა და სექსოლოგმა ეკა კვირკველიამ, რომელმაც აღნიშნულის გამო პოლიციას უკვე მიმართა.

ეკა კვირკველიას უფლებებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი, თამარ გაბოძე იცავს. თავად ექიმი კი ამბობს, რომ მისი ვიდეო-ბლოგები პროფესიულ საქმიანობას ეხება, რაც „ვიღაც-ვიღაცებს“ არ მოსწონთ

როცა პირველი ვიდეო დავდე, ეს რეალურად ძალიან ჩვეულებრივი ვიდეო იყო – როგორც კარდიოლოგიაზე საუბრობენ ექიმები, ისე ვსაუბრობ გინეკოლოგიაზე, უროლოგიაზე და სექსოლოგიაზე.

რა თქმა უნდა, დაიწყო ჩემი ბულინგი, ვიღაც-ვიღაცებს არ უნდათ, რომ ვსაუბრობდე, უნდათ გამაჩუმონ. ამას მოჰყვა ღირსების შემლახავი კომეტარები, ძალიან ნეგატიური ტექსტები.

„უამრავი ქალის მხარდამჭერია.. პროფესიონალიზმით შეეხო თემას, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ“ – ცნობილმა ექიმმა, ეკა კვირკველიამ ონლაინ სექსუალურ შევიწროებაზე პოლიციას მიმართა

კონკრეტულ ადამიანს ჩემი შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის ვუჩივლე, რომელიც დინამიკაში, რამდენიმე თვე, თავის შიშველ ფოტოებს, ვიდეოებს თავის სასქესო ორგანოთი მიგზავნიდა“. – ამბობს „მთავარ არხთან“ საუბრისას ეკა კვირკველია.

ინფორმაციისთვის, ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია ონლაინ პლატფორმებზე, პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.