მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დედას, ნათია ბანძელაძეს იუბილეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს:
,,დღეს ყველაზე სწორი ღირებულებების, უკეთილესი, უერთგულესი, უბოროტო ტუნის დაბადების დღეა. ადამიანი რომელიც თავისი მოვლენით არა ერთს და არა ორს, არამედ უამრავ ადამიანს უმსუბუქებს სიცოცხლეს. რა მოთვლის ტუნის გაკეთებულ სიკეთეს, რაც სულ გზაზე მხვდება. რითიც შეუძლია იმით ეხმარება გარშემო ყველას.
რა კარგი იქნებოდა მთელი დედამიწისთვის შენნაირი ხალხის სიმრავლე. რამდენი დასაქმებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი იქნებოდა შენ რომ ერთი არ ყოფილიყავი. თუმცა ერთი ხარ და ასს უდრიხარ ენერგიით, სიკეთით და შესაძლებლობებით.
ცოტა ეგოისტიც უნდა იყო, ცოტა დრო საკუთარ თავსაც რომ დაუთმო. გილოცავ და იბედნიერე, სამყარო ყველა სიკეთეს ასმაგად დაგიბრუნებს. საუკეთესო დედა, შვილი, მეუღლე, მეგობარი ინდმეწარმე. შემოხაზეთ 8 ნომერი, დღეს ტუნის დღეაა!”, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.