LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ახალი კონცეპტუალური ავტომობილის წარსადგენად ემზადება

40

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ BMW ოფიციალურად დაანონსა ახალი კონცეპტუალური მოდელის Vision Car Contept მსოფლიო პრემიერა, რომელიც იანვრის დასაწყისში Consumer Eletronics Show-ზე გაიმართება.

ჯერჯერობით გერმანელები ინფორმაციას ახალი მოდელის შესახებ საიდუმლოდ იახავენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვული, მათ შორის AirTouch სისტემით.

ინოვაციური სისტემა AirTouch  უამრავი მცირე ზომის გადამცემების საშუალებით აწარმოებს ავტომობილის მუდმივ მონიტორინგს და შექმნილი პრობლემების მყისიერ აღმოფხვრაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, სწორედ ამ სისტემით ფუნქციონირებს ნავიგაცია, კომუნიკაციის სისტემები და სხვა მრავალი დეტალი.

ეს სისტემა პირველად BMW 7 Series ავტომობილებში გამოჩნდა, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, Vision Concept Car-ში ჩამონტაჟებული AirTouch ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალფუნქციური იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები