LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარეჯან ხაჩიძე: როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, ამას უნდა შევებრძოლო და არ დავნებდები-მეთქი”

366
დარეჯან ხაჩიძე

მუსიკალური კომედიის, „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დარეჯან ხაჩიძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას სტუმრობდა.

ვიდეო: ,,28 წლის ასაკში შევხვდი ჩემს მეუღლეს, შემთხვევით გავიცანი…გულში შეიძლება ეჭვიანობდა კიდეც ჩემზე” – დარეჯან ხაჩიძის სიყვარულის ისტორია

მსახიობმა გადაცემაში განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა ერთ-ერთი რთული ეტაპი, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს:

„ონკოპაციენტი ვიყავი, მაგრამ ოპერაცია გავიკეთე და ვებრძოლე..

როდესაც დიაგნოზი გავიგე, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ შიგნით დაგროვდა და ვთქვი: მე ამას უნდა შვებერძოლო, მე არ დავნებდები. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, უკვე მეშვიდე წელია, ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება, მაგრამ ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“, – ამბობს დარეჯან ხაჩიძე.

,,სიმსივნის დიაგნოზი როცა დამისვეს, ვთქვი, ამას უნდა შევებრძოლო და არ დავნებდები – მეთქი"

დარეჯან ხაჩიძე: ,,როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, ამას უნდა შევებრძოლო და არ დავნებდები – მეთქი"

Posted by ნიკოლოზის კითხვები on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები