ბათუმში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ 6 მარტს, მისი პირადი ავტომობილი გაძარცული დახვდა. როგორც მოქალაქე ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე წერს, ავტომანქანაზე ოთხივე საბურავი მოხსნილია.
„დღეს დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანა..
ოთხივე საბურავი დისკებით მომპარეს.
თუ ამ პოსტს კითხულობს ის, ვინც გააკეთა, დააბრუნე რაც წაიღე
გთხოვ, ისევ მე შევიძენ, თუ გაყიდვას აპირებ
ნუღარ მაწვალებ თავიდან საბურავების ძებნაზე და კეთებაზე
თუარადა რომელ მანქანასაც არუნდა გაუკეთო ეგ დისკები მაინც ამოვიცნობ დანიშნული მქონდა. შემთხვევა მოხდა ბათუმში“, – წერს დაზარალებული.