LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.83 ლარი გახდა

217
იმერული ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის თებერვლის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.83 ლარი შეადგინა, რაც 3.3%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. თუმცა წლიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ინდექსი 1.5%-ით შემცირდა.

ყველის (-5,5%) და ფქვილის (-2,5%) ფასების წლიური კლება თებერვალშიც გაგრძელდა, თუმცა, რომ წლიურად სხვა ყველა ინგრედიენტის – კარაქი (+14.8%), რძე (+13.0%), საფუარი (+11.8%), კვერცხი (+4.1%) – ფასი გაიზარდა.

თებერვალში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: კარაქი (+4,5%), ყველი (+3,9%), ფქვილი (+3,5%), რძე (+3,4%) და კვერცხი (+0,9%). გამონაკლისს მხოლოდ საფუვრის ფასი წარმოადგენდა, რომელიც 0.9%-ით შემცირდა.

როგორც წესი, წელიწადის ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი რძის წარმოება მცირდება და მისი ჩანაცვლება იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძით, კარაქით და რძის სხვა პროდუქტებით ხდება.

უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ რძის ფასი სეზონურ ტენდენციას მიყვება და დაიკლებს. აღდგომის დღესასწაულის მოახლოება, კერძოდ კი დიდმარხვის პერიოდი, რომელიც წელს 18 მარტს დაიწყება, რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას გამოიწვევს, რადგან მარხვის პერიოდში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა დაბალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები