LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ბოლო რეიტინგებით „ნაცმოძრაობა“ -18%, სხვა პარტიები 5%-ს ქვემოთ.. ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“

131
Untitled design (4)

„დღევანდელი მონაცემები ზუსტად ასეთია: ჩვენ გვაქვს 60% და „ნაცმოძრაობას“ -18 %, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენ ვიღებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებსა და ამომრჩველეთა მხარდაჭერის მაჩვენებელზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „მმართველი პარტიის ამოცანაა, შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაზარდოს ის მხარდაჭერა, რაც აქვს“.

„ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ – ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას.

შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ არჩვენებამდე ოპტიმალური სურათით მივალთ. იდეალური იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, „გვარამია-მელია-ხაზარაძე, ერთი ჯგუფი და კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთივე ბნელი იქნება მათი მომავალი“.

„გვარამია, მელია – მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ისეთივე, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული, გახსოვთ რას აკეთებდნენ. მელიაზე მახსენდება მაგალითად მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება, ეს არის კრიმინალი, რაც ჩაიდინა მან 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა, ამის „გაპრავება“, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა, ეს არის ის სიბნელე, რასაც ჩვენ ვერ დავაბრუნებთ და პირველ რიგში საზოგადოება. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიქსის“ და ა.შ. ეს რეკეტი და სიბნელე ვერ დაბრუნება, ამას ხალხი არ დაუშვებს.

ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ბიზნესმენებს საქართველოში, თუმცა, ესეც ვერ მოახერხა, მას ანაკლია ბარდებოდა როგორც ბიზნესმენს, თუმცა, ვერც ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია, პარტიები 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ, ასეთ პირობებში, ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები