LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „პედოფილია დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, აკრძალული არ არის და ამას ახლა ავკრძალავთ“

132
გურამ მაჭარაშვილი

„პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პედოფილიასთან დაკავიშრებით ოპოზიციაში გამოთქმულ მოსაზრებებს და თქვა, რომ „მათი აზროვნება ბატონისა და ქვეშევრდომის აზროვნებას ვერ სცდება.“

მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მათ ამომრჩევლის უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი არ დაუკარგავს.

„ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა. ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთ – ერთი ბატონი ჰყავთ უკვე?

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი გააჩნია. იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტ პროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო.

„რაღაცა სისულელეებს გვეუბნებიან – საქართველოში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსერიოზულესი პრობლემაა, ეს პირველი პედოფილიაა“ – ანა დოლიძე ახალ კანონპროექტზე

პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ.

გამოვიდნენ და თქვან, თუ ამის რესურსი აქვთ, რომ ემხრობიან ამ ინიციატივას, თუ არა, ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები