LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: „ორ წელიწადში ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს, არ გახდეს აგრესიული“

156
მაია ბითაძე

„ორ წელიწადში ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი აგრესიული არ გახდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ განაცხადა.

აღნიშნულ თემაზე ბიძაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან შინაურ ცხოველებზე კანონპროექტი წარადგინა.

მაია ბითაძის თქმით, ეს სერტიფიცირების სისტემის ფარგლებში მოხდება, რისი შექმნაც კანონპროექტში გათვალისწინებულია.

ბითაძის თქმით, ახალ კანონპროექტზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება: „დეკორატიული ცხოველის გადაყვანა შესაძლებელი იქნება ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით, ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელია მოკლე საბელი“

„მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე ძალიან დიდი პრობლემები მაქვს.

შესაბამისად, ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას მისცემს, ის „ტრენინგ-კურსები“, რომლებსაც ახლაც ახორციელებენ, სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, თავიანთი სტატუსი აიმაღლონ.

ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა კანონპროექტის სხვა დეტალებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ნასამართლევ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, შესაძლოა, პოტენციურად მომეტებული საფრთხის ჯიშის ძაღლის ყოლა შეეზღუდოთ.

როგორც ბითაძემ აღნოიპოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშისაა ძაღლი, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნაკლები წვრთნის შედეგად, კრიტიკულ მომენტში შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს.

ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.. არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს, არ იყოს კანონი მიღებული – მაია ბითაძე

„ვის არ შეიძლება ჰყავდეს ძაღლი, რომელიც პოტენციურად მომეტებული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს – ვფიქრობთ, ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და ნასამართლობა არ აქვთ გაქარწყლებული, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, რაც ფურცლით დასტურდება“, – განაცხადა ბითაძემ.

მან, ასევე, ევთანაზიასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ცოფთან დაკავშირებით ევთანაზია ისე განხორციელდება, როგორც ეს აქამდე ხორციელდებოდა.

„მთავარია ევთანაზიის მუხლი ეყრდნობა მთლიანად მთავრობის დადგენილებას და მინდა ხაზგასმით ვთქვა, საეჭვო შემთხვევა არ არის ის, რომ მაია ბიტაძეს მოეჩვენება, რომ ძაღლი ცოფიანია, საეჭვო შემთხვევა კანონმდებლობით დასტურდება.

ვეტერინარები დაადასტურებენ, რომ ცოფი არის საშიში დაავადება, რომელიც 100-დან 100 პროცენტით სიკვდილიანობით სრულდება და იმ შემთხვევაში, თუ მიმკედლებელი ან მეპატრონე არ განახორციელებს საკუთარ ძაღლზე მეთვალყურეობას და ვიცით, რომ კარანტინის ვადა 1 წელია, ამ შემთხვევაში ძაღლი დაექვემდებარება ევთანაზიას.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

მე არაერთხელ მითქვამს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ევთანაზიასთან მიმართებით ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ეს არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და იმ დასავლურ სამყაროში საითკენაც მივდივართ, სადაც ცივილურად უნდა წავიდეთ და არა ერთმანეთის ბულინგით.

ასევე, ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს კინოლოგის და ვეტერინარის დასკვნა, ორივესი ერთობლივი, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლი არც დამამშვიდებლების შედეგად, არც ქცევის კორექციის შედეგად, არ ექვემდებარება დამშვიდებას, იქ თავად პატრონის მოთხოვნაა გათვალისწინებული, თუ მას სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე თავად სურს, რომ ძაღლი დააძინოს, ეს იქნება აგრესიული ძაღლის დაძინების წინაპირობა“.- განაცხადა მაია ბითაძემ.

ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით.

„თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება“ – კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების საკითხებს დაარეგულირებს

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

მაია ბითაძე: „ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება, დღეს რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები