LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ თანაბარ პირობებში ჩააყენონ A და B კატეგორიის მძღოლები“ – ტაქსის მძღოლებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

161
ტაქსის მძღოლები

ტაქსის მძღოლებს ორი კომპანიის „იანდექსის„ და „ბოლტის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. მათ დღეს, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს და საკუთარ მოთხოვნებზე მედიასთან ისაუბრეს.

როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, საქმე ეხება ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებას. აპლიკაციით დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსის ავტობუსის ზოლში მოძრაობა უნდა შეეძლოს.

მოქალაქეები  თბილისის მერიას მიმართავენ, თანაბარ პირობებში ჩააყენოს A და B კატეგორიის მძღოლები.

მათივე ინფორმაციით, რომ ყვითელი ნიშნულის გადაკვეთის შემთხვევაში,  მანქანებს უკონტაქტო პატრული აჯარიმებს.  

A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება და თუ ამ პერიოდში არ გაიაქტიურებენ მესაკუთრეები ნებართვას, ის გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება – კახა კალაძე

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტი ალანიას განცხადებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

„ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც არაგარანტირებული სამუშაო ადგილი გააჩნიათ. დღეს სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სასამართლომ, როგორც შრომითი ურთიერთობა აღიაროს.

ამის აღიარება ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც დასაქმებულები აპროტესტებენ არ იქნება ისე, როგორც დღეს არის. შრომითი ურთიერთობების დროს შრომითი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც შრომის კოდექსით რეგულირდება.

სარჩელი შეგვაქვს „იანდექსის” და „ბოლტის” წინააღმდეგ. კომპანიებს და დასაქმებულებს შორის უნდა გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება”, – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომლის თქმითაც, „ამ ადამიანებს უამრავი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ“.

აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

მისივე თქმით, რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი.

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე, რომ აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

მომავალში კიდევ გარკვეული ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“. – განაცხადა კახა კალაძემ.