LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

879
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:42-დან 02:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა საკუთარ გრძნობებზე საუბრისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დაბანდებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისთვის, წყლის პროცედურების და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ციტრუსით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები