LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

949
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:19-დან 17:58 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია არასასიამოვნო ფინანსური სიურპრიზების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიის კურსისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის ნაწარმით, წიწიბურათი და მოთუშული ბოსტნეულით. კარგი დღეა მასაჟისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ფირუზი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები