LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაციო ნეხვში ჩაეფლო

16

„ლაციოს“ გულშემატკივრებმა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ტომრებით ნეხვი მიიტანეს.
ამით ულტრასმა Curva Nord-მა „ბიანკოჩელესტეს“ საამსეზონო შედეგებით უკმაყოფილება დააფიქსირეს.
თავიანთი მრისხანება კიდევ უფრო მძაფრად რომ გამოეხატათ, გულშემატკივრებმა ფეკალური მასები რომაული გუნდის ბაზის სიახლოვეს დაყარეს და ბანერებიც გამოფინეს: „თქვენ გინდათ, რომ ჩვენ ნეხვში ჩავეფლოთ. მაგრამ ჯერ გვინდა, რომ თქვენ ის ჭამოთ!“.

„ლაციოს“ ფეხბურთელებს ქომაგების გულის ოდნავ მაინც მოგება ამ საღამოს შეუძლიათ. ისინი საშინაო არენაზე გენუის „სამპდორიას“ ეთამაშებიან.

სხვათა შორის, 1 დეკემბერს მიმსგავსებული აქცია „ლაციოს“ დაუძინებელი მტრის, თანაქალაქელი „რომას“ გულშემატკივრებმაც გამართეს, თუმცა „ჯალოროსის“ ქომაგები უფრო კორექტულად მოიქცნენ. მათ ბაზაზე 50 კილოგრამი სტაფილო მიიტანეს და ფეხბურთელებს ბანერი დაუტოვეს: „გემრიელათ მიირთვით, კურდღლებო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები